“საქმე შეეხება იმას, რომ გადატანილის სტატუსი და ასევე ვაქცინაცია, ცხადია, აღარ არის ომიკრონის პირობებში გარანტია, რომ პირი არ დაინფიცირდეს. ამდენად, მწვანე საშვის მოქმედების შესახებ გადაწყვეტილება საბჭომ მიიღო უკვე რამდენიმე კვირის წინ. რაც შეეხება ვაქცინის ეფექტურობას, ვაქცინა ინფექციის გადაცემისგან ომიკრონის პირობებში შედარებით ნაკლებად იცავს და ამის შესახებ მტკიცებულებები არსებობს, თუმცა იცავს ჰოსპიტალიზაციის და გარდაცვალებისგან”
განაცხადა,ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ პრემიერმინისტრის განცხადებაზე, რომელიც ომიკრონთან მიმართებით “ვაქცინაციის არაეფექტიანობას” ეხებოდა.