“ღარიბაშვილის დაბარება თვითმიზანი რატომაა? უკრაინაზე გადაწყვეტილებას ვერ იღებს” – ამის შესახებ, საპროცედური კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითიც ოპოზიციის მიერ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პრემიერმინისტრის დაბარებას გამოეხმაურა.
”ვერ ვიგებ ირაკლი ღარიბაშვილის დაბარება რა არის? ირაკლი ღარიბაშვილის დაბარება თვითმიზანი რატომ არის? მე ძალიან კარგად მესმის ქვეტექსტები, დაბარება უნდათ იმიტომ, რომ რაღაცნაირად პოლიტიკური რევანში მოახდინონ, თორემ ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ვერ იღებს. მსოფლიოს ლიდერები არიან, ვინც უნდა მიიღოს უკრაინასთან დაკავშირებით. საქართველოს პოზიცია როგორი იქნება ეს ჩამოყალიბებული და გაცხადებულია პრეზიდენტის, ღარიბაშვილის და პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან” – განაცხადა ქადაგიშვილმა.