“ჩვენი გადაწყვეტილებით, ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს თანამონაწილეობით, სადაც 51%-ის მფლობელი იქნება სახელმწიფო. დანარჩენზე ჩვენ გამოვაცხადებთ საერთაშორისო კონკურსს და შევარჩევთ პარტნიორებს.

ეს პროექტი მიტოვებულია, ადგილი გაპარტახებულია, მტვრის ბუდედ გადააქციეს ადგილი. ეს კატეგორიულად მიუღებელია, ჩვენ სასწრაფოდ უნდა შევარჩიოთ საერთაშორისო პარტნიორი კომპანიები და ჩვენც უნდა დავიწყოთ ინვესტირება ამ პროექტში. პროექტი განხორციელდება ჩვენი თანამონაწილეობით – სახელმწიფო განახორციელებს ამ პროექტს სხვა კომპანიებთან ერთად”.

ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი რარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.