“მე ვფიქრობ რომ ალბათ ქვეყანაში არ მოიძებნება ჩვენი ქვეყნის პატრიოტი, რომელიც არ ნერვიულობს ამ საკითხზე. ეს არის ეგრეთ წოდებული მავნებლური, “გირჩის” მოგონილი უმსგავსო, ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი პროგრამა, რომელიც ახალგაზრდებს რეალურად აბნევს და სთავაზობს ალტერნატიულ სამსახურს. ეს ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს იყო ფიქტიური, ვითომ რაღაც რელიგიური სამსახური, რომელიც იყო ყველაზე დიდი მკრეხელობა და სისაძაგლე. ეს ჩვენი ვალია, რომ საკითხი მოვაგვაროთ და მოვაგვარეთ კიდევაც და გეტყვით ახლა როგორ.

აღმოიფხვრება ეს საკანონმდებლო ხარვეზი, რომელიც ბატონმა ზურა ჯაფარიძემ (დიდი პატივია მთავრობის სხდომაზე მისი სახელის მოხსენება) გამოიყენა. ეს იყო ყველაზე დიდი მავნებლობა, რომელიც მან ჩაიდინა ქვეყნის ახალგაზრდობის წინააღმდეგ და ჩვენი მომავალი თაობის წინააღმდეგ, ამიტომ დაიხურება და ეს ხარვეზი აღმოიფხვრება, გამოირიცხება მათი არაკეთილსინდისიერი, ეს ვითომ ფიქტიური ორგანიზაციების შესაძლებლობა.

ეს საკითხი გავლილი გვაქვს ჩვენ ასევე საპატრიარქოსთან და შესაბამისი ჩანაწერის მიხედვით, აღნიშნული საკითხი მოგვარდება. ჩვენ აღარ მივცემთ ამ მავნებლებს ჩვენი ახალი თაობის არასწორ გზაზე დაყენების შესაძლებლობას,”

ამის შესახებ პრემიერმა ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.