პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მთავრობა შექმნის “სამუშაო ადგილების პროგრამას” და მოქალაქეებს სამუშაო ადგილებს შესთავაზებს.
მისი თქმით, მთავრობა შექმნის ათასობით სამუშაო ადგილს.
“მაქვს იდეა, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელსაც უხელმძღვანელებს ლევან დავითაშვილი და ჩვენ უახლოეს რამდენიმე კვირაში წარმოგიდგენთ ახალ სოციალურ ხედვას, როგორ უნდა შევცვალოთ არსებული მანკიერი სისტემა გაჯანსაღებული ახალი სისტემით. ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი, საზოგადოებრივი სამუშაო ადგილების პროგრამა და ჩვენ ნაცვლად სოციალური დახმარებისა, ჩვენს შრომისუნარიან მოქალაქეებს უნდა შევთავაზოთ სამუშაო ადგილები. ასეთი სამუშაო ადგილები ჩვენ შეიძლება შევქმნათ ათასობით და ათი ათასობით”,– ამბობს ღარიბაშვილი.
ის ასევე აღნიშნავს, რომ მოქალაქეები “შეაჩვიეს სიღარებისა და უმოქმედობას”, ეს პროგრამა კი “შეცვლის რეალობას”.