“ჩვენ წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები ბორჯომის აქციონერებთან და ჩვენი სახელმწიფო, საქართველოს მთავრობა გახდება აქციონერი იმ ჯგუფის, რომელიც არის ბორჯომის ქარხნის მეპატრონე. ეს არის უსასყიდლო გარიგება, ჩვენ უსასყიდლოდ გადმოგვეცემა აქციები და ამის შემდეგ ჩვენი სახელმწიფო გახდება ბორჯომის ქარხნის, ჩვენი ეროვნული სიმდიდრის, სიამაყის, რომ იტყვიან, თანამფლობელი. ყველა ის პრობლემა, რომელიც ბორჯომს ჰქონდა შექმნილი და მის თანამშრომლებს ოპერირებაში, მართვაში, ფუნქციონირებაში ზოგადად, ყველა ეს პრობლემა იქნება მოხსნილი”
პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებით, მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და მთავრობა ბორჯომის აქციონერი გახდება. ღარიბაშვილმა ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.