ორშაბათი, 23 დეკემბერი , 2024, 09:55

ღარიბაშვილის პრორუსულ გამოსვლას კრემლის პროპაგანდისტი, სალავიოვი აზიარებს

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის კატარის ეკონომიკურ ფორუმზე დღევანდელ ანტიდასავლურ და პრორუსულ გზავნილებს საკუთარ ტელეგრამ არხზე კრემლის პროპაგანდისტი  ვლადიმერ სალავიოვი აზიარებს. სალავიოვი არხზე, პრემიერის განცხადების იმ  ნაწილს აზიარებს, სადაც ღარიბაშვილი რუსეთთან ვაჭრობაზე საუბრობს.

“საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 1 მლრდ დოლარზე ნაკლებია რუსეთთან, ახლა შედარებისთვის, ევროკავშირი მხოლოდ 4 დღეში იმას ვაჭრობს, რასაც ჩვენ მთელი წლის განმავლობაში ვვაჭრობთ. ეს სასაცილოა ხო? რუსეთის სავაჭრო ბრუნვაში 0.3 პროცენტია ჩვენი წილი და ლოგიკა არ არსებობს. ეს დაანგრევდა, დააზიანებდა ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, ჩემი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ” – განაცხადა ღარიბაშვილმა კატარის ეკონომიკურ ფორუმზე.