ღარიბაშვილი აშშ–ში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაცით, ირაკლი ღარიბაშვილი, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის გენერალური დებატების მონაწილეებს მიმართავს, მანამდე კი გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის გახსნის ცერემონიას დაესწრება.

“ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი ორმხრივ, მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს”–ნათქვამია მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.