“ქართული ოცნების პრემიერ ღარიბაშვილის ნაბიჯებმა გამოიწვია ჩვენი უახლოესი მეგობარი ქვეყნის უკრაინის ელჩის გაწვევა..

ღარიბაშვილის პრემიერობის ყოველი დღე ზიანს აყენებს ჩვენს ქვეყანას, ამიტომ იგი დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს.

19:00 საათზე ყველა რუსთაველზე”

წერს ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე Facebook-ზე. ცნობისთვის, მოხალისეებისთვის უკრაინაში გამგზავრებაში ხელშეშლისა და სანქციებთან დაკავშირებით “ამორალური პოზიციის გამო” ზელენსკიმ საქართველოდან უკრაინის ელჩი გაიწვია.