საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელზე ღაზას სექტორიდან სარაკეტო თავდასხმას გმობს. მისი თქმით, დაძაბულობის დეესაკალაციას ალტერნატივა არ აქვს.
“საქართველო მკაცრად გმობს ისრაელის ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობასა და სარაკეტო თავდასხმებს.
ვუსამძიმრებთ მსხვერპლთა ოჯახებს და დაშავებულებს უსწრაფეს გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. დაძაბულობის დაუყოვნებლივ დეესკალაციას ალტერნატივა არ გააჩნია მშვიდობიან მოსახლეობაში დამატებითი სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად,”- წერს ღარიბაშვილი ტვიტერზე.
დღეს, ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა ისრაელის მიმართულებით 130 რაკეტა გაისროლა. დაშავდა 6 ადამიანი, მათ შორის ერთი 6 წლის ბავშვი.