“ზოგადად ღარიბაშვილის კომენტარებზე კომენტარის გაკეთება ცოტა სასაცილოც არის, იმიტომ რომ ამ ადამიანს აშკარად აქვს ისტერიული ფონი და რეალობისგან შორს არის. მიუხედავად ამისა, გვესმის ყოველდღე სიძულვილის ენა, მას აბსოლუტურად არანაირი კონსტრუქციული საუბარი არ შეუძლია, მხოლოდ 1 ადამიანის დავალების შესრულება შეუძლია, რომელიც, ფაქტობრივად, მისი მფლობელია. საუბრობს როგორც ვერშემდგარი ძველი ბიჭი და არა საქართველოს პრემიერმინისტრი”
ამბობს ნაციონალური მოძრაობის წევრი ნონა მამულაშვილი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილზე მთავარ არხთან საუბრისას.