ქართული ოცნების” დეპუტატი, გიორგი ამილახვარი კითხვას, როდის გადადგება ირაკლი ღარიბაშვილი, ირონიით პასუხობს.
მისი თქმით, პრემიერი იმაზე მეტხანს დარჩება თანამდებობაზე, ვიდრე ეს მთავარი არხის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას წარმოუდგენია.
“ხო აი ეხლა ელოდება ნიკა გვარამიას განცხადებას და სურვილებს და მაგის მიხედვით გააკეთებს განცხადებას. კი, კი, ძალიან გვეშინია ნიკა გვარამიასი. ნახე, ხო გინდა პასუხი, ირაკლი ღარიბაშვილი იქნება იმაზე მეტხანს პრემიერმინისტრი საქართველოს ხელისუფლებაში, ვიდრე ეს თავის ოცნებებში თქვენ დირექტორს წარმოუდგენია”, – უთხრა ამილახვარმა მთავარი არხის ჟურნალისტს.