ღარიბაშვილი იორდანიაში საქართველოსთვის მიწის გადაცემის ცერემონიას დაესწრება

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იორდანიაში საქართველოსთვის მიწის გადაცემის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. ვიზიტი 28-29 მაისს შედგება.

ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი პრინც ღაზისთან ერთად მონაწილეობას მიიღებს მდინარე იორდანესთან იესო ქრისტეს ნათლობის ადგილზე საქართველოსთვის მიწის გადაცემასთან დაკავშირებულ ოფიციალურ ცერემონიაში. მიწაზე, რომლის ფართობი 4 ათასი კვადრატული მეტრია, ილია მეორის ინიციატივით, ქართული კულტურის ცენტრი აშენდება.

ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური ასევე გამართავს მაღალი დონის შეხვედრებს იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს უმაღლესი თანამდებობის პირებთან.