“კრიმინალი, ზონდერი, უინტელექტო… იცით, აი ბატონი ღარიბაშვილი რომ გიწოდებს უინტელექტოს, უცებ უნდა გასკდეს მიწა და ჩავარდეს… ცა უნდა ჩამოვარდეს და მიწა გასკდეს და ჩავარდეს – ეს ნახევრად ხუმრობით. რას ვიზამთ, ენას ძვალი არ აქვს, ბატონი ღარიბაშვილი მისდა გასაკვირად და ბევრისთვის პარადოქსალურად, ჩვენ საარჩევნო კამპანიაში გვეხმარება, ჩვენთვის ზურგის ქარის ფუნქციას ასრულებს. აქაც საქმე გვაქვს დაჯერებასთან და შეჩვევასთან, აღარ უკვირს ადამიანებს. წარმოიდგინეთ, პრემიერმინისტრი დილით ადრე დგება, შარვალს იცმევს, კოსტუმს იცმევს, ჰალსტუხს იკეთებს, მედიას გეძახით და იწყევლება, იწყევლება, იწყევლება. მეტს არაფერს აკეთებს, ხალხნო, დაავიწყდა რა როლს თამაშობს, ის ასრულებდა ავად თუ კარგად პრემიერმინისტრის როლს, თამაშობდა. ღარიბაშვილი რაც უფრო მეტად გამოჩნდება ტელევიზიებით, მით უკეთესი საზოგადოებისთვის”
ამბობს ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია ფორმულას ეთერში.