“ღარიბაშვილი უარს ამბობს უმცირესობების დაცვაზე” – საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, იან კელი, ქვეყნის პრემიერ მინისტრს აკირტიკებს და მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. მისი თქმით, ღარიბაშვილის მიერ ნათქვამი უარით, უმცირესობების დაცვაზე, დაუშვებელია. ამის შესახებ, იან კელი Twitter-ზე წერს.
”საქართველოს პრემიერმინისტრი უარს ამბობს უმცირესობების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვაზე. ეს დაუშვებელია ნებისმიერ გარემოებებში, მაგრამ განსაკუთრებით იმ ქვეყანაში, რომელიც ისწრაფის დასავლეთის საზოგადოებაში გაწევრიანებისკენ” – წერს იან კელი.