“ღარიბაშვილი უიმედოდ არის შეყვარებული სააკაშვილზე. კაცური სიყვარული ხომ იცით, რა არის?! ვიღაცა რომ ძალიან გიყვარს, თან ბაძავ იმას, თან რომ არ შეგამჩნიონ, რომ იმას ბაძავ და ძალიან გიყვარს, მაქსიმალური აგრესიით გამოხატავ შენს სიყვარულს. შეყვარებულია მიშა სააკაშვილზე ეს ადამიანი, თან ბაძავს. უხარისხოდ გამოსდის, რა თქმა უნდა, უფრო სააკაშვილის პაროდიაა, მაგრმა იგივე რიტორიკაა, აი იმას ავაშენებ, ამას ავაშენებ. სააკაშვილს იმეორებს უხარისხოდ. დარწმუნებული ვარ, რომ უყვარს სააკაშვილი და იმდენად უნდა ამის დამალვა, რომ აგრესიით გამოხატავს ამას”

ამბობს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილზე TV კავკასიის ეთერში.