”ღარიბაშვილმა ბრძანება გასცა, ვისაც პროტესტი აქვს ფიზიკურად გაუსწორდნენ”- ეს განცხადება,დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ, “მთავარი არხის” ეთერში გააკეთა. მისი თქმით, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, სამართალდამცავები ფიზიკურად ეხებოდნენ და ურტყამდნენ აქტივისტებს.
“მოდიოდნენ ადამიანები, სადაც გადაადგილებას ხელს არ უშლიდნენ. მაგრამ ამ ადამიანებმა, რომ დაინახეს კარავი და ეჭვი მაქვს, რომ ღარიბაშვილის მოსვლისთანავე ეს ბრძანება გასცა, რომ – ვისაც კი პროტესტი გააჩნია ამ ქვეყანაში ყველას ფიზიკურად გაუსწორდნენ. აქედან გამომდინარე დაიწყო რეპრესიები იმ ადამიანების მიმართ ვისაც გააჩნია საწინააღმდეგო აზრი”, – განაცხადა თორნიკე მამალაძემ.