საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და მინისტრებს წინასაახალწლო მიღებაზე უმასპინძლა.
მთავრობის ცნობით, ღარიბაშვილმა დიპლომატიურ კორპუსს საქართველოსა და ქართველი ხალხის მეგობრობისთვის მადლობა გადაუხადა.
“ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აფასებს მეგობარი სახელმწიფოებისა და დიპლომატების მხარდაჭერას, მათ შორის პანდემიის პერიოდში.
„ჩემი მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით მადლობას გიხდით ყველაფრისთვის, რასაც ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის აკეთებთ“, – მიმართა მთავრობის მეთაურმა დიპლომატებს”,– ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.