საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვიცე-პრემიერებად დავით ზალკალიანი და ვანო მაჭავარიანი დანიშნა.
„ჩვენ გვეყოლება დღეიდან ორი ვიცე-პრემიერი – დავით ზალკალიანი და ივანე მაჭავარიანი, – განაცხადა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
შეგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს ვიცე-პრემიერის პოსტი გიორგი გახარიას პრემიერობის დროსაც ეკავა.