ძალადობრივი, ჰომოფობიური ჯგუფის ლიდერის, გურამ ფალავანდიშვილის თქმით, ღარიბაშვილმა ხალხზე იზრუნა, როცა 5 ივლისს თქვა, რომ პრაიდს არ დაიცავს.
ირაკლი ღარიბაშვილმა ამ დღეს განაცხადა, რომ პრაიდის ჩატარება “მიზანშეუწონელია”, რადგან “სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შეიცავს”.
“ღარიბაშვილმა თქვა, რომ თუ მოხდება პრაიდის გამოსვლა, რომ არ ვართ დაზღვეული, მოხდეს გამოუსწორებელი რაღაც. როდესაც მან თქვა, რომ ის არ დაიცავს თბილისი პრაიდს არცერთ ლოკაციაზე ღია მსვლელობას, მე ეს გამიხარდა, მე მერჩია ეთქვა, რომ მათ დავაპატიმრებ, მაგრამ გამიხარდა, რადგან მან ხალხი შეიცოდა, რომ არ ყოფილიყო მსხვერპლი. ხალხზე იზრუნა და ვიღაცა სატანისტი, ელეგებეტე ამერიკელების, თუ ევროპელების, თუ გინდა კრემლის იყოს, დაძალებით რაღაც არ გააკეთა”,– ამბობს ფალავანდიშვილი.
მან და ძალადობრივი ჯგუფის რამდენიმე ლიდერმა პოლიციის სამმართველო უკვე დატოვეს.