პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის მინისტრად თავისი ყოფილი მოადგილე დანიშნა. რატი ბრეგაძე ღარიბაშვილის მოადგილე თავდაცვის მინისტრობის პერიოდში იყო.
ბრეგაძე 2017 წლიდან 2019 წლამდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
ასევე, 2016 წელს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. 2015-2016 წლებში მუშაობდა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში აღმასრულებელი დირექტორის მოადგილედ. 2012 წლიდან 2015 წლამდე კი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. ამავე პერიოდში კერძოდ 2012-2013 წლებში ხელმძღვანელობდა სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრს.