პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის ტრიბუნიდან ტელეკომპანია მთავარის ხელმძღვანელს, ნიკა გვარამიას დამნაშავე, კრიმინალი და არარაობა უწოდა.
“მთავარი, ერთ-ერთი გამოკვეთილი დამნაშავე, კრიმინალი, არარაობა გვარამია გვევლინება მედიის მამად და ტელევიზიის დირექტორად. პროკურორი კაცი, რომელმაც იმედის დარბევა და იმედის ძალადობრივი გზით დახშობა და გათიშვა მის დროს განხორციელდა”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.