ღარიბაშვილმა სახელმწიფო ლუკაშენკოს ბელორუსიად გამოაცხადა – ასე აფასებს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავჯდომარე, ნიკა მელია დღეს, პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს.
”ღარიბაშვილმა არც დამალა დღეს, რომ გამოაცხადა სახელმწიფო ლუკაშენკოს ბელორუსიად. შავზე თეთრი თქვა და მცდელობა აქვს რისი? უსუსური, მხოლოდ თავის აქტივისტებს ელაპარაკება დღეს ღარიბაშვილი, ამხნევებს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ პარტიულ აქტივს, მეტი არაფერი” – განაცხადა მელიამ.