ღარიბაშვილსა და შოლცს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაციას ამის შესახებ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.  საუბრის მთავარი თემები ევროკავშირში გაწევრიანებაზე საქართველოს მიერ წარდგენილი განაცხადი და უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები იყო.

“ხაზი გაესვა საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორობას სხვადასხვა სფეროში, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს, საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას ეფუძნება. პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო აფასებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გერმანიის როლს და ევროკავშირში გაწევრიანებაზე საქართველოს მიერ წარდგენილი განაცხადის განხილვის პროცესში გერმანიის მტკიცე მხარდაჭერის იმედი აქვს”. – ვკითხულობთ განცხადებაში.