მმართველი გუნდის დეპუტატის, ანრი ოხანაშვილის თქმით, აშშ-ს ელჩის საქართველოში, კელი დეგნანის განცხადება პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ არის ელჩის სუბიექტური პოზიცია.
“ირაკლი ღარიბაშვილს არ აკლია არანაირი ლიდერობა, ჩვენი მეგობრებისა და სტრატეგიული პარტნიორების რჩევას, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიღებთ, თუმცა ეს არის ქალბატონი ელჩის სუბიექტური და პერსონალური შეფასება. ეს არის ქალბატონი ელჩის პერსონალური პოზიცია”, – განაცხადა მან.
დღეს დეგნანმა განაცხადა, რომ დაძაბულობის პერიოდში პრემიერმინისტრმა უნდა ითამაშოს წამყვანი როლი სიტუაციის განსამუხტად, რომელოც წინა დღეებში ჩვენ ვერ დავინახეთ.