საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ახალ, 29 ოქტომბერს ჩაბარებულ დეკლარაციაში წერს, რომ მშობლებმა 150 000 ლარი აჩუქეს.
ოჯახისგან ამავე ოდენობის საჩუქარი ღარიბაშვილს დეკლარირებული აქვს 2021 წელსაც.
დეკლარაციაში მითითებულია, რომ პრემიერი ფლობს 50 000 ლარის დანაზოგს, ასევე, სამ ბინას თბილისში – მან გაგარინის ქუჩაზე 121,8 კვ.მ-ის ბინა 2009 წელს 100 000 ლარად შეიძინა, მოსაშვილის ქუჩაზე 170 კვ.მ-ისა და 159-ის ბინები 2011 წელს ჯამში 406 000 ლარად.
მას ეკუთვნის 2019 წელს ნაყიდი აუდი A8, რომლის ღირებულებაც 75 620 ევროა. ამასთან, ღარიბაშვილის ცოლის, ნუნუ თამაზაშვილის მფლობელობაშია RANGE ROVER VELAR, რომელიც 2018 წელს 46 000 ევროდ შეიძინა.