ღარიბაშვილს უკრაინულმა მხარემ სააკაშვილის გადაცემა მოსთხოვა – ხაბეიშვილი

ნაციონალური მოძრაობის წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მიუნხენის კონფერენციაზე უკრაინულმა მხარემ ირაკლი ღარიბაშვილს მოსთხოვა მიხეილ სააკაშვილის გადაცემა.

“თუ ეს ასე არ არის, ღარიბაშვილმა გააკეთოს ამასთან დაკავშირებით განცხადება, მეტსაც გეტყვით, ამ დღეების განმავლობაში განსაკუთრებით ემალება, ფაქტობრივად, პრეზიდენტ ზელენსკის. ერთ ადამიანს ნუ შეწირავენ ახლა სახელმწიფო ინტერესებსა და საქართველო-უკრაინის მეგობრობას. ჩირგვებშია ქართული ოცნების წარმომადგენლობა”,– თქვა ლევან ხაბეიშვილმა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში თანამდებობის პირია, ქართულ ოცნებას კი ის ტყვედ ჰყავს აყვანილი.