“ღარიბაშვილს შეხვედრაზე ვუთხარი, მიუღებელია, რომ გვისმენთ” – ესტონეთის პრემიერ-მინისტრი

“ღარიბაშვილს შეხვედრაზე ვუთხარი, მიუღებელია, რომ გვისმენთ” – ამის შესახებ, ესტონეთის პრემიერმინისტრმა  კაია კალასმა საქართველოს პრემიერმინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას,  ესტონური გამოცემა Delfyადგილობრივ მედიაზე, Eesti Päevaleht-ზე დაყრდნობით ავრცელებს 

”ვუთხარი, რომ გვსურს მხარი დავუჭიროთ და დავეხმაროთ საქართველოს, მაგრამ ეს მათ ეს საქმე უნდა გაგვიიოლონ. ჩაატარონ სასამართლო რეფორმა, შეეცადონ, გადალახონ საზოგადოებრივი განხეთქილება. მე ვუთხარი, რომ აბსოლუტურად მიუღებელია, რომ თქვენ გვისმენთ. ჩვენ თქვენი მეგობრები ვართ, არაფერს ცუდს თქვენს ზურგსუკან არ ვამბობთ. ასე არ გამოვა. ვკითხე, რამდენად შორსაა წასული გამოძიება ამ საკითხის შესახებ, რადგან აქამდე ამბობდნენ, რომ ის მიმდინარეობს. საქართველოს პრემიერმინისტრის ცნობით, მომხდარზე გამოძიება მიდის, თუმცა, მას კონკრეტული პასუხი არ ჰქონია”. – უთხრა ესტონეთის პრეზიდენტმა მედიას.