“ღიად თქვა ღარიბაშვილმა სააკაშვილზე მოკვდესო”- განაცხადა პარტია “დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ, რითიც გმაოეხმაურა, პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ განცხადებას, სადაც მან მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას თქვა, რომ “ადამიანს თვითმკვლელობის უფლება აქვს”.
‘ღიად თქვა ღარიბაშვილმა სააკაშვილზე მოკვდესო. პოლიტიკურად ყველაფერი გასაგებია. აი, კანონში სად ნახა, მიბრძანდით იკალით თავიო, ეგ არ ვიცი. ბევრ ქვეყანაში კანონით თვითმკვლელობა ჯარიმით ისჯება. ე.ი. ამხელა განცხადებას აკეთებს და იქაც ტყუილზე და უვიცობაზე დაფუძნებულს.” – განაცხადა ხოშტარიამ.