„ჩვენი გზავნილი ხმამაღალი და მკაფიოა, ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს დემოკრატიის, დამოუკიდებლობის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებებისკენ მიმავალ გზაზე, რასაც ისინი იმსახურებენ და რისთვის კარის გაღებასაც საკუთარ მთავრობას სთხოვენ.[…] განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებთ საქართველოში არსებულ ვითარებაზე, სადაც ვგმობთ მთავრობის გადაწყვეტილებას უკან დაიხიოს ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციისგან, კანონის უზენაესობისგან, ღია საზოგადოებისა და დემოკრატიისგან.[…] არსებობს ზომები, მაგალითად, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, არის ქართველი ოფიციალური პირებისთვის ევროპაში მოგზაურობის უფრო გავართულოთ.[…] შეიძლება ნიშნავდეს სანქციებს ან ყველა სახის ზომას, რომლებიც შეგვიძლია მივიღოთ. ჩვენ ღია ვართ იმ ღონისძიებების მიმართ, რომლებიც მიმართულია კონკრეტულად საქართველოს მთავრობაზე და არა საქართველოს მოსახლეობაზე“.

ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელინა ვალტონენმა ჟურნალისტებს ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე განუცხადა.