ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება შესაძლოა გაუქმდეს – თენგიზ ცერცვაძე

“ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება შესაძლოა გაუქმდეს “- თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ თუ ინფიცირების და გარდაცვალების შემთხვევები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი, შესაძლოა ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება შესაძლოა გაუქმდეს.

„თუ ინდური შტამი გავრცელდა, შესაძლოა მან ხელი შეუწყოს მეოთხე ტალღის მოსვლას. მაგრამ, პირბადეებს თუ იხმართ… აი, თუ იქ კითხვებია ვაქცინა შველის თუ არა ინდურ შტამს, თუ სამხრეთ აფრიკულ შტამს, პირბადეზე კითხვები არ არის.ყველა შტამს თანაბრად შველის, ჯერჯერობით ჩვენთან არსებული კანონმდებლობით ღია სივრცეშიც და დახურულშიც (სავალდებულოა ტარება). შემდეგში ლაპარაკია, რომ შესაძლოა თუ ჩვენ მინიმუმამდე დავიყვანეთ შემთხვევები და გარდაცვალების რაოდენობა, ღია სივრცეში შემსუბუქდეს, (პირბადის ტარება) მაგრამ დახურულ სივრცეში არცერთ ქვეყანაში არ მოუხსნიათ“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ