ღია სივრცეში 5-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბის შემთხვევაში პირბადის ტარება სავალდებულოა

ღია სივრცეში 5-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბის შემთხვევაში პირბადის ტარება სავალდებულოა.  რეგულაცია ძალაში ხვალიდან შევა. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი.

“დღეს ვართ პირბადის გამოყენების 51%-იან გამოყენებაზე. თუ ეს მაჩვენებელი გაიზრდება და გადააჭარბებს 90%-ს ეს მოგვცემს, სულ მცირე, დღიური შემთხვევების 1 000 ერთეულით შემცირების საშუალებას. პროგნოზული მაჩვენებელი ასეთია. ამდენად, პირბადე არის ერთ-ერთ მთავარი მექანიზმი”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

საოპერაციო საბჭოს წევრის, გიორგი ღიბრაძის განმარტებით, ჯარიმა პირბადის ტარების წესის დარღვევაზე იგივე იქნება, რაც აქამდე — 20 ლარი.