“ღია სივრცე იყო” – ასე ამართლებს მმართველი გუნდის წევრი მამუკა მდინარაძე ხალხმრავალ სუფრაზე პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილის ყოფნას.
“რაც მე ვნახე კადრები, ღია სივრცე იყო. ბუნებრივია, შეიძლება სუბიექტური ვიყო და ჩვენი გუნდის პრემიერმინისტრის და ჩვენი ქვეყნის პრემიერმინისტრის გამართლებას ვცდილობდე, მაგრამ ამაშიც რომ არ ჩამითვალოთ, უბრალოდ ფაქტებს ვიტყვი, რომ იყო ღია სივრცეში. ასეთი ღონისძიებები ეწყობოდა და ასეთი ღონისძიებების მოწყობის აკრძალვის ინიციატივით გამოვიდა თავად პრემიერმინისტრი და გუშინ საკოორდინაციო საბჭოზე ასეთი ღონისძიებების აკრძალვისა და შეზღუდვის გადაწყვეტილება მიიღეს”, -აღნიშნავს მდინარაძე.
გაუარესებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ფონზე, საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხალხმრავალ სუფრაზე იქეიფა.