ღმერთმა გაძლება მისცეს – იაგო ხვიჩია კელი დეგნანზე

პარტია გირჩის ლიდერი აშშ–ს ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ გაგრძელდება საუბარი ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებასთან“.

“ღმერთმა გაძლება მისცეს”,– წერს იაგო ხვიჩია საკუთარ Facebook–ზე.

კელი დეგნანმა ასევე განაცხადა, რომ ოპოზიციასთან სასარგებლო შეხვედრა ჰქონდა და უკეთესად ესმის, რა აშფოთებთ მათ.

„ვაფასებ, რომ ისინი მოვიდნენ. გავაგრძელებთ საუბარს ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებასთან“, რათა გავიგოთ, არსებობს თუ არა რამე გზა“, – განაცხადა კელი დეგნანმა.