“ღმერთმა დაგვიფაროს, თუ „ნაციონალური მოძრაობა” არ შემოვიდა პარლამენტში, ამით რაიმე დისკომფორტი შეგვექმნას” – ასე პასუხობს ქართული ოცნების წევრი, ანრი ოხანაშვილი ჟურნალისტის კითხვას, შეუქმნის თუ არა მმართველ გუნდს პოლიტიკურ დისკომფორტს ის ფაქტი, რომ ოპოზიცია მე-10 მოწვევის პარლამენტში შესვლასა და მანდატებზე უარს ამბობს.
მისი თქმით, ოპოზიციური პარტიები ენმ–ს ტყვეობაში არიან.
„ღმერთმა დაგვიფაროს „ნაციონალური მოძრაობა” თუ არ შემოვიდა პარლამენტში, ამით რაიმე დისკომფორტი შეგვექმნას. ჩვენი საზრუნავი ჩვენი ხალხია. პანდემიის ფონზე გამოწვევაა, მათი სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა. ეკონომიკური განვითარებისთვის ხელშეწყობაა საზრუნავი.
ამიტომ, ჩვენ ხალხს ზურგს ვერ ვაბრუნებთ, რასაც აკეთებენ ეს ჯგუფები დაკომპლექსებული „ნაციონალური მოძრაობის” მიერ ტყვეობაში ყოფნით. მათ ზურგი აქციეს ამომრჩეველს, ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა და ჩვენ გასაკეთებელს ბოლომდე გავაკეთებთ”,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ცნობისთვის, აბსოლუტურად ყველა ოპოზიციური პარტია არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს.