ღმერთმა წყალობა მოგვივლინა აცრის სახით და არის ხალხი, ვინც ამაზე უარს ამბობს – ამბობს დეკანოზი თამაზ ლომიძე ვიდეო მიმართვაში.
“წარმოუდგენელია, რომ საქართველოში კიდევ არსებობს ხალხი, ვინც ვაქცინას ებრძვის. ამ მედიცინის მიღწევას, ღვთის წყალობას ამ განსაცდელში… განსაცდელში ვართ, გესმით? ღმერთმა წყალობა მოგვივლინა აცრის სახით და არის ხალხი, ვინც ამაზე უარს ამბობს წარმოუდგენელი მოტივებით და ხშირად რელიგიური მოტივებით. არის საქართველოში ხალხი, მორწმუნენი, რელიგიური ადამიანები, სასულიერო პირებიც კი, ვინც აცრის უარყოფისკენ მოუწოდებს ადამიანებს. ხალხი კვდება მათ თვალწინ, თვეობით მძიმე მდგომარეობაში არიან, ამ დროს აცრა გადარჩენაა და ხალხი ქადაგებს, რომ უარი უთხრან აცრას. ამაზე დიდი სიგიჟე აღარ არსებობს. ეს არის ჩვენი ინდიკატორი, რა მძიმე სულიერ და გონებრივ მდგომარეობაში იმყოფება ხალხის რაღაც ნაწილი. “- აცხადებს დეკანოზი