ღობით შემოსაზღვრულ პარლამენტს კიდევ ერთ ღობეს ავლებენ

მწვანე ღობით შემოსაზღვრულ პარლამენტს, კიდევ ერთ ღობეს ავლებენ. როგორც “მთავარს” ადგილზე მუშებმა განუცხადეს, უახლოეს დღეებში იქ არსებული ტროტუარიც აიყრება და ახალი ფილები დაიგება.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის შენობის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის 22 იანვარს დაიწყო. მაშინ თბილისის მერიამ ტერიტორია მწვანე ღობით შემოსაზღვრა და განაცხადა, რომ იქ ფილების დემონტაჟი, საკომუნიკაციო ჭების მოწყობა და მთელი პერიმეტრის ფილებით მოპირკეთება, აუცილებელი იყო.