ღორი რომ ეზოს გადათხრის, ისე რომ აჩუჩქნე ეს ქალაქი, რაის ხმა გინდა? – წულაია ხახალეიშვილს

“ახალი ქრისტიან დემოკრატების” თავმჯდომარე, გოგი წულაია ეხმიანება ქუთაისის მერობის კანდიდატზე, იოსებ ხახალეიშვილზე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მან საჯარო მოხელეებს ხმის არმიცემის გამო საყვედური უთხრა და დაემუქრა, რომ ამას “გაითვალისწინებს”.

წულაიას თქმით, ხახალეიშვილმა ქალაქი “აჩიჩქნა” და არ ესმის, რატომ ითხოვს ხმებს.

“ოცნების ამომრჩეველს ვულოცავ, პური გაუძვირდათ გუშინ 10 თეთრით, მაგ დედააფეთქებულებს, გილოცავთ! იმის მაგივრად მერი იმაზე ფიქრობდეს სოციალური პროგრამები სად გამონახოს და თანხები სად გამონახოს, თათბირს ატარებს იმაზე და აშინებს ადამიანებს ხმა რატომ არ მომეციო. რომ არაფერი არ აკეთე და აჩუჩქნული ღორი რომ ეზოს გადათხრის, ისე რომ აჩუჩქნე ეს ქალაქი, რაის ხმა გინდა, გაფიცებ ყველაფერს”,– გოგი წულაიამ.

ცნობისთვის, ადგილობრივი არჩევნების პირველ ტურში ხახალეიშვილმა ხმების 41.45% მიიღო, ხოლო ხატია დეკანოიძემ – 43.34%. მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.