“ამაყი ვარ იმით, რომ ღრმა მოხუცებულობიდან პენსიაში გასვლის ტრადიცია ქართულმა ოცნებამ დაარღვია პოლიტიკაში. დირექტორების ჩართულობასთან დაკავშირებით, მე აქტიურად ჩართული ვიყავი 2012 წლიდან არჩევნებში და დიდუბის არცერთი სკოლის ხელმძღვანელი არასდროს პოლიტიკაში ჩართული არ ყოფილა. ღმერთმა დამიფაროს, რომ ეს ოდესმე ვიკადრო და გავაკეთო. ამიტომ როცა ამ განცხადებებს ვინმე აკეთებს, ძალიან გთხოვთ, შეურაცხყოფას ნუ გვაყენებთ ნურც ჩვენ და ნურც იმ სკოლის პედაგოგებს, რომლებიც კეთილსინდისიერად ასრულებენ თავიანთ საქმეს”
ასე უპასუხა ოცნების დეპუტატმა ირმა ზავრადაშვილმა სალომე სამადაშვილს, რომელმაც მას და მისი კოლეგების ნაწილს “ახლაგამოჩეკილი პოლიტიკოსები” უწოდა და შეახსენა, რომ პარლამენტში პოლიტიკაზე სასაუბროდ იკრიბებიან. ზავრადაშვილი გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატების კრიტიკას სკოლის დირექტორების პოლიტიკაში ჩართვასთან დაკავშირებით.