“სამარცხვინო არის, როდესაც საუბრობენ, თითქოს რამე შეუთანხმებელ ისეთ პირობაზე, რომელსაც აყენებს ოპოზიცია. სინამდვილეში ეს გახლავთ არამც და არამც არა მხარდაჭერა, არამედ მათი პარტიული ამოცანა. ამ დროს ძალიან უხერხულია, რომ პარტიულად იკეკლუცო და რაიმე ჩაწერო და პარტიული პრეზენტაცია მოახდინო, ამორალურია. არსად არცერთი ქვეყნის წარმომადგენლობა არ იქცევა იმდეგვარად, როგორადაც უნდა, რომ მოიქცეს ნაციონალური მოძრაობა და მასთან მიკედლებული პარტიები”

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი ალუდა ღუდუშაური უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე, რომელშიც მმართველმა პარტიამ რუსეთი არ ახსენა. ამის გამო ოპოზიციამ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა.