“ყავას არ ვსვამ, ჩაი მირჩევნია” – ასე პასუხობს, „გირჩის“ დეპუტატი ჰერმან საბო სამუშაო ჯგუფებთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკაზე გიორგი ვაშაძეს.
„მე პირადად ყავას არ ვსვამ, ჩაი მირჩევნია, ვაშაძეს შეუძლია ბევრი ილანძღოს, მაგრამ დარჩება პოლიტიკურ ლიდერად, რომელიც არ შემოვიდა სამუშაო ჯგუფებში და როცა „ქართულ ოცნებას“ მოუნდება იმის თქმა, რომ რაღაც პუნქტი რატომ არ შეასრულა, ის ყოველთვის იქნება ბოქსიორები რაზეც ურტყამენ (ე.წ. გრუშა) და არგუმენტებით ყოველთვის დაარტყამს „ქართული ოცნება” ვაშაძეს, რადგან თავი აარიდა თავის პასუხისმგებლობას 12 პუნქტის შესრულების საკითხში და ამ იმიჯს ვერასდროს მოიცილებს,” – ამბობს საბო.
ცნობისათვის, გიორგი ვაშაძემ, მას შემდეგ რაც ჟურნალისტმა ჰკითხა, მიაწოდა თუ არა ინფორმაცია ევროპელ პარტნიორებს, რომ 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით შექმნილ სამუშაო ჯგუფებში არ მონაწილეობდა, ეს ჯგუფები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი და მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული ცვლილებები, რაც ამ ჯგუფებმა დადეს არ პასუხობს 12 რეკომენდაციას და ამ მხრივ, მათი მოსაზრებები, რაც თავიდანვე ჰქონდათ ამ ჯგუფებთან დაკავშირებით, გამართლდა.
“სესიას და კომიტეტებს გაემიჯნა თავად “ქართული ოცნება”, სამუშაო ჯგუფებს რაც შეეხება, ყავის სმის ჯგუფები დავარქვათ, ვინც შევიდა, შედეგი რა დაიდო? შედეგი დაიდო რუსული კანონი. არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, “სტრატეგია აღმაშენებელმა” რაც თქვა, დიაგნოზი რაც დავსვით პირველივე დღეს, სამწუხაროდ, დამთავრდა ასე. შედეგი ამ ჯგუფებმა რა დადო? – რუსული კანონი, დეოლიგარქიზაციის კანონი, რომელიც ყველაფერზეა დეოლიგარქიზაციის გარდა, მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული ცვლილებები, რომელიც რეალურად ყველაფერზეა კლანისგან სასამართლოს გათავისუფლების გარდა. რამე შედეგი დაიდო, რომელზეც პარტნიორები ამბობენ, რომ ყოჩაღ საქართველო? კანონებს იღებს უმრავლესობა და მათ იღებს კომიტეტებზე და სესიებზე, ჩვენი როლი არის ის, რომ გამოვაფხიზლოთ ხალხი, როცა ღალატს აქვს ადგილი, მაგალითად, როგორც იყო რუსული კანონის მიღების დროს. როგორ გაიტანეს ეს კანონი, ასე გაიქცევიან ხელისუფლებიდან,”