ყაველაშვილმა 33 მსჯავრდებული პირი შეიწყალა

“ქართული ოცნების” პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 33 მსჯავრდებული პირი შეიწყალა.

“შეწყალებულ პირებს სასჯელაღსრულების დაწესებულებების დატოვების შემდეგ, შესაძლებლობა ექნებათ, დაუბრუნდნენ ოჯახებს და კვლავ იქცნენ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად,” – წერია ადმინისტრაციის განცხადებაში.