“ჩვენ მოვისმინეთ რაღაც კომიკური ინიციატივა მიხეილ ყაველაშვილის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით და ერთი რამე მინდა გითხრათ, თუ ვინმეს აქვს შესაწყვეტი უფლებამოსილება, არის ზუსტად ეს ხალხი, ერთი მარტივი მიზეზის გამო – მიშა ყაველაშვილი არის ადამიანი, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა, გული შესტიკვა თავის ქვეყანაზე და თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც საპირისპიროს ამტკიცებთ ყოველ ფეხის ნაბიჯზე. თუ ვინმეს ეკუთვნის უფლებამოსილების შეწყვეტა, ხართ თქვენ, რადგან თქვენ აკეთებთ სერგო ორჯონიკიძის საქმეს”

ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის მოთხოვნას, უფლებამოსილება შეუწყდეს მიხეილ ყაველაშვილს. მანამდე ყაველაშვილმა ოპოზიციას ასე მიმართა: – “ჩვენსა და თქვენ შორის, ვინც რუსული საქმე გააკეთა და დღემდე აკეთებს, იმის დედას შევე*ი მე”