ცნობილი ხდება ყაზბეგის გამზირზე მომხდარი მკვლელობის დეტალები. ყაზბეგის გამზირზე, შანხაის დასახლებაში მიტოვებული თეატრის შენობაში გარდაცვლილი კაცი იპოვეს. მას დაზიანება, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული.სავარაუდოდ გარდაცვლილი უსახლკარო იყო და სწორედ მიტოვებულ შენობას აფარებდა თავს. მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებნი ამბობენ, რომ შენობაში ადამიანები ხშირად იკრიბებოდნენ და უსახლკაროები ღამესაც ათევდნენ.
გარდაცვლილი კაცის ცხედარი გადასვენებულია პროზექტურაში, საქმეზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, სამართალდამცველებს ჯერჯერობით საქმეზე არავინ დაუკავებიათ.
შემთხვევა ყაზბეგის გამზირზე გუშინ ღამით მოხდა.