ყაზბეგში, ლარსის გამშვები პუნქტზე, საზღვრის დაცვის 5 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით ადგილზე დაინფიცირებულთა კონტაქტების მოსაძიებლად ეპიდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს.
ინფიცირებული სასაზღვროს თანამშრომლები დღეს გამოვლენილ 14 ახალ შემთხვევაში შედიან.
11 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 44 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. ბოლო მონაცემებით საქართველოში ჯამში ინფიცირებულია 1 264 ადამიანი. გამოჯანმრთელებულია – 1 054. გარდაცვლილია – 17. კარანტინის რეჟიმში რჩება – 6 930;