დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია უმრავლესობის წევრს, დავით მათიკაშვილს მოუწოდებს, ყალბი ამბებისგან დაცვაზე როცა საუბრობს, ტელეკომპანია იმედზე გადართოს და გია აბაშიძე მოძებნოს. ბესელიამ უმრავლესობას მოუწოდა, შუბლზე ხელი მოისვან და შუბლის ძარღვი შეამოწმონ.
„რა საოცარია ყალბი ამბების გავრცელებასა და ამ ამბებისგან თავის დაცვაზე რომ მმართველი პარტიიდან გველაპარაკებიან. დავით მათიკაშვილს როგორ უნდა დაიცვას თავი ვუთხრათ – „იმედზე“ გადართე და მოძებნე გია აბაშიძე, ერთ-ერთი საოცარი მეზღაპრე, რომელიც ამ ყალბ ამბებს ისეთი საოცარი რომანტიულობით გვიყვებოდა, ვაკის პარკში რომ დასეირნობდა და მეორე დღეს მეორე ხმაში სოფო კილაძე რომ გამოვიდოდა და იგივეს იმეორებდა. გია აბაშიძე მე „ქართული ოცნების“ შტაბში რომ მყავს ნანახი ჩემი თვალით, „იმედის“ წამყვანად როგორ გიყვებათ ნამდვილ ამბებს? ის მოიკითხეთ და მერე ერთმანეთთან გაარკვიეთ ეგ აბები. საერთოდ რაღაცას რომ ამბობთ, ცოტა შუბლზე ხელი მოისვით, შუბლის ძარღვი საერთოდ გაქვთ თუ არა,“ – განაცხადა ბესელიამ.
ცნობისთვის, გუშინ თბილისის მერმა ფეიკ-ნიუსებთან ბრძოლის კამპანია დააანონსა. კალაძის თქმით, “ყველას ცხვირ-პირში მოხვდება სიმართლის მუშტი”. მან დღეს “ფეისბუქზე” გამაოქვეყნა ბანერი, რომელზეც 3 ტელევიზიის: მთავარი არხის, ტელეკომპანია პირველისა და ფორმულას ლოგოებია გამოსახული წარწერებით – “მთავარი სიცრუე”, “სიცრუის ფორმულა” და “პირველი სიცრუე”.