აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობის გამოცხადების გამო, ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი დროებით დაკეტილია. ამის შესახებ გამოცემა report.az იუწყება.
30 სექტემბრის ჩათვლით აზერბაიჯანის ავიახაზების ყველა რეისი ნახიჩევანის მიმართულებით გაუქმებულია.შეჩერებულია „აზერბაიჯანის ავიახაზების“ ბაქო-ნახიჩევანი-ბაქოს რეისები, ასევე გაუქმდა ბაქო-ლონდონი-ბაქო და ბაქო-ბერლინი-ბაქო რეისები, რომლებიც პირველი და 2 ოქტომბრისთვის იყო ჩანიშნული.
შეგახსენებთ, ყარაბაღში 27 სექტემბერს მდგომარეობა უკიდურესად გამწვავდა. ამჟამად იქ აზერბაიჯანულ და სომხურ მხარეს შორის საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.