ყ*ეს მიიღებთ და არა მარიუპოლს – მერის მრჩევლის პასუხი რუსების ულტიმატუმს

მარიუპოლის მერის მრჩეველი პიტერ ანდრიუშჩენკო დანებებაზე რუსეთის ულტიმატუმს პასუხობს.

“ამბობენ, რომ რუსეთი მარიუპოლის მერიას მათ მხარეზე გადასვლას სთავაზობს, პასუხისთვის დრო კი დილამდე მისცეს. და რატომ უნდა ველოდოთ ამდენ ხანს, თუ პასუხი წინასწარ მზადაა – ყ*ეს მიიღებთ და არა მარიუპოლს”, – დაწერა მერის მრჩეველმა Facebook-ზე.

ოკუპანტებს უპასუხა უკრაინის ვიცეპრემიერმა ირინა ვერეშჩუკმადაც და თქვა, რომ არ დანებებას არ აპირებენ.

“არ შეიძლება საუბარი რაიმე დანებებაზე და იარაღის დაყრაზე. ამის შესახებ ჩვენ უკვე შევატყობინეთ რუსულ მხარეს. მე დავწერე: “8-გვერდიან წერილზე დროის ხარჯვის ნაცვლად დერეფანი გახსენით”,– განაცხადა ვერეშჩუკმა.

ცნობისთვის, რუსეთმა ღამით მარიუპოლს დანებებისკენ მოუწოდა და დრო დილის 5 საათამდე მისცა.