ყვარელში ბანკზე თავდამსხმელი სავარაუდოდ ნახევარ მილიონს ითხოვს – ახალი დეტალები

ყვარელში, “საქართველოს ბანკში” შეჭრილი შეიარაღებული მამაკაცი სავარაუდოდ ნახევარ მილიონ ლარს ითხოვს. აღნიშნული ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაუდასტურებია შინაგან საქმეთა სამინისტროს.

მამაკაცს მძევლად აყვანილი ჰყავს დაახლოებით 12 ადამიანი, მათ შორის, ბანკის მომხმარებლები და თანამშრომლები. ბანკის დამლაგების და თვითმხილველის ინფორმაციით, თავდამსხმელი შუახნის მამაკაცია და ის შეიარაღებულია ხელყუმბარით.

ადგილზე მობილიზებულია ათობით სამართალდამცავი და ტერიტორია შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით. არსებული ინფორმციით, შემთხვევის ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმებიც მიემართებიან.