ყვარელში, “საქართველოს ბანკის” ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა

ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე “საქართველოს ბანკის” ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა.თავდამსხმელი ამ დრომდე შენობაში იმყოფება და სავარაუდოდ, მძევლებიც ჰყავს აყვანილი.

უწყება ადასტურებს, რომ პირველადი ინფორმაციით, საქართველოს ბანკის ფილიალში შეჭრილია შეიარაღებული პირი.

„თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე პოლიციის თანამშრომლებმა, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ატარებენ ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს – დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს“, -აცხადებს შსს.